logo_geo
eng_logo
„თბილსერვის ჯგუფმა“ მდინარე ვერეს ხეობა დაასუფთავა
- +

24 ივნისი. 2022. 15:15

 

 

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მდინარე ვერეს ხეობაში დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩაატარა.

 

სამუშაოების ფარგლებში, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გაიწმინდა მდინარე ვერეს სანაპირო ზოლი, თამარაშვილის ქუჩისა და ახალი გზის დამაკავშირებელი გვირაბის, ბავშვთა ქალაქ „მზიურისა“ და წყნეთის ქუჩის მიმდებარე გამწვანებული ფერდობები. ადგილზე მობილიზებული იყო 20 ერთეული სპეციალური ტექნიკა.

 

სამუშაოები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში დასუფთავების დეპარტამენტის 100-მდე თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას.

 

დასუფთავების სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო. აქცია თბილისის მერის დავალებით განხორციელდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner