logo_geo
eng_logo
კალიფორნიაში ხანძრის გამო 82 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
- +

18 აგვისტო. 2016. 00:46



კალიფორნიის ტყის მასივებზე გავრცელებული მასშტაბური ხანძრის გამო, სან-ბერნარდინოს დასახლებიდან 82 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.


დასახლების სიახლოვეს ხანძრის ახალი კერის გავრცელების გამო, სტიქიის საფრთხის წინაშე 35 000-მდე საცხოვრებელი სახლია. ცეცხლმა ამ დროისთვის უკვე 6 000 ჰექტარი მოიცვა. შტატის მასშტაბით კი სულ 10-ზე მეტი ცეცხლის კერაა გავრცელებული.


სტიქიასთან საბრძოლველად მობილიზებულია 700-მდე მეხანძრე. ცეცხლის გავრცელებას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ქარი უწყობს ხელს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner