კალიფორნიის ტყის მასივებზე გავრცელებული მასშტაბური ხანძრის გამო, სან-ბერნარდინოს დასახლებიდან 82 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
დასახლების სიახლოვეს ხანძრის ახალი კერის გავრცელების გამო, სტიქიის საფრთხის წინაშე 35 000-მდე საცხოვრებელი სახლია. ცეცხლმა ამ დროისთვის უკვე 6 000 ჰექტარი მოიცვა. შტატის მასშტაბით კი სულ 10-ზე მეტი ცეცხლის კერაა გავრცელებული.
სტიქიასთან საბრძოლველად მობილიზებულია 700-მდე მეხანძრე. ცეცხლის გავრცელებას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ქარი უწყობს ხელს.