logo_geo
eng_logo
ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მიქელაძემ ბულვარში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
- +

24 ივნისი. 2022. 16:59

 

 

ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მიქელაძემ ბულვარში გამწვანებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული სამუშაოები დაათვალიერა. ახალ ხელმძღვანელს შესრულებული სამუშაოების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოადგილეებმა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მიაწოდეს. მებაღეების სამუშაოების გაცნობის შემდეგ ლაშა მიქელაძემ სანაპირო ზოლზე განთავსებული საპლაჟო ინფრასტრუქტურა და ადაპტირებულ პლაჟი მოინახულა, სადაც დასაქმებულ ინსტრუქტორებს და ადაპტირებული პლაჟის სტუმარს გიგა სოფრომაძეს შეხვდა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანია.

 

„წელს ბათუმის ბულვარში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება, მათ შორის კიდევ ერთი ადაპტირებული პლაჟის მოწყობა უკვე ახალ ბულვარში, ასევე სკეიტ და როლერ პარკის მოწყობა, საბავშვო მოედნის და ვეტერანთა კლუბის სრული რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტები კიდევ უფრო გაზრდის ბულვარის ვიზიტორების სერვისებზე ხელმისაწვდომობას და კმაყოფილებას, რაც ჩვენი უმთავრესი ამოცანაა“, - აცხადებს ლაშა მიქელაძე. მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner