logo_geo
eng_logo
პაატა სვანიძე: დარწმუნებული ვარ, ქართველი მსმენელი შეიყვარებს ჩვენს შემოქმედებას
- +

8 მარტი. 2016. 20:56



ახალი მუსიკალური ანსამბლი „ალეგრო" პირველ ალბომზე მუშაობს. სიმღერების ჩაწერის პროცესი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში მიმდინარეობს.


„რეპორტიორს" ანსამბლის ერთ-ერთი წევრი პაატა სვანიძე ესაუბრა.


„ალეგრო" 4 თვის წინ ჩამოყალიბდა. სიტყვა „ალეგრო" იტალიურად მხიარულს ნიშნავს, მუსიკაში კი რიტმის აჩქარებას. გვსურს, სიტყვა „მხიარული" ჩვენს შემოქმედებაზეც აისახოს და ის იყოს სიყვარულის, სითბოსი და სიკეთის მომტანი სმენელისთვის. ანუ არ იყოს ისეთი ხასიათის სიმღერები, სადაც დაკარგულ სიყვარულს დასტირიან, სულ ცრემლები, ვაი-ვუი რომ არის ხოლმე... ჟანრობრივად ჩვენ ავირჩიეთ ლიბერ-სტილი, რომელიც არ არის აგებული სტერეოტიპებზე. ნაწარმოები არ უნდა იყოს ადვილად გამოცნობადი - რომ მიხვდები სტილისტიკურად როდის დაიწყო და როდის დასრულდება...

 

ჯგუფის შექმნის იდეა გაჩნდა ერთობლივად. ბიჭები ერთმანეთს შევხვდით 1 წლის წინ. ჩვენი მუსიკალური წარსულიდან გამომდინარე, დაგვებადა იდეა, რომ შექმნილიყო ახალი ჯგუფი. ჩვენ აქცენტი გვაქვს გაკეთებული ხარისხზე. ალბომისთვის მზად უკვე 5 სიმღერაა. პრეზენტაცია აგვისტოში შედგება. დარწმუნებული ვარ, ქართველი მსმენელი შეიყვარებს ჩვენს შემოქმედებას", - განაცხადა სვანიძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner