მთაწმინდის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში ამბობს, რომ მისი პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში ინტენსიურად იმუშავებს ემიგრანტებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
„ჩემი საპარლამენტო უმრავლესობაში ყოფნის შემთვევაში გავაგრძელებ ინტენსიურ მუშაობას ემიგრანტების საკითხთან დაკავშირებით და ეს იქნება ჩემი მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი თემა.
ქართულ პოლიტიკაში ემიგრანტების საკითხის შემოტანა იძულებულს გახდის სხვა პოლიტიკურ ძალებს, რომ თავიანთი მოსაზრება გამოთქვან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს დაფიქსირებული საკუთარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. როცა შენი ქვეყნის ერთი მეოთხედი საზღვარგარეთ არის და გაქვს პრეტენზია, რომ იყო პოლიტიკური ძალა, როგორ შეიძლება, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე არაფერი ითქვას", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.