თბილისში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ამის შესახებ imedinews-ს შსს-ში განუცხადეს.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ვაკეში ცნობილი ბიზნესმენი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ის ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.