უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის ელჩები ხუთ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში. შესაბამისი ბრძანებულებები უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ელჩები თანამდებობიდან შემდეგ ქვეყნებში გაათავისუფლა: საქართველო, სლოვაკეთი, პორტუგალია, ირანი და ლიბანი