თბილისში, ბაგებში, სადაც ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა, ამ დრომდე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია ბიზნესმენი ლევან კაჭარავა. ის მძღოლთან ერთად წყნეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც 20-ზე მეტი ტყვია ესროლეს. ის ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ამის შესახებ imedinews-ს შსს-ში განუცხადეს.