“ჩვენ დაპირისპირება რომ გვქონდეს, ეს აუცილებელიც არის, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ეს [დეპოლარიზაცია] ადამიანებისგან, რომლებმაც არჩევნების შედეგი არ ცნეს?! გეუბნებიან, რომ შენ არ ხარ არჩეული, ლეგიტიმური, “- ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პოლიტიკურ ძალთა დეპოლარიზაციის საკითხზე მსჯელობისას განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებს ევალებათ, სხვადასხვა საკითხზე იმუშაონ და ქვეყანას მიხედონ.
„არის მთავარი თემა, რაც ევალება პოლიტიკურ პარტიებს და რისთვისაც ხალხმა აირჩია, სხვადასხვა ამომრჩეველმა, რომ მიხედონ საკითხებს, ქვეყანას, სოციალურ თემებს, განათლებას, უსაფრთხოებას, სოფლის მეურნეობასა და ასე შემდეგ. შესაძლოა, ჩვენ დაპირისპირება რომ გვქონდეს, ეს აუცილებელიც არის, მაგრამ ეს [დეპოლარიზაცია] როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანებისგან, რომლებმაც არჩევნების შედეგი არ ცნეს?! გეუბნებიან, რომ შენ არ ხარ არჩეული, ლეგიტიმური და თუ მუშაობს პარლამენტში, მხოლოდ იმიტომ, რომ საბოტაჟის რეჟიმიდან გამოსვლა მოსთხოვეს, დაავალეს და თავადაც ძალის ძალით პარლამენტში შესვლა მოუწიათ“, - განაცხადა ვოლსკიმ.