logo_geo
eng_logo
ლადო პაპავა: ევროპული პერსპექტივა თავისთავად ძალიან დიდი და სერიოზული მიღწევაა
- +

25 ივნისი. 2022. 00:18

 

 

“მე კარგად მესმის იმ ხალხის, რომელიც შინაგანად ელოდა, რომ ჩვენც მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს. ეს ბუნებრივია - ხვალ რომ მიგვიღონ ევროკავშირში, უკეთესი არაა? ასე რომ, ჩვენ მაქსიმალისტები ვართ და ეს ცუდი სულაც არაა,” - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ აკადემიკოსმა, ლადო პაპავამ განაცხადა.

 

„ევროპული პერსპექტივა თავისთავად ძალიან დიდი და სერიოზული მიღწევაა. იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც ითქვა, რომ გარკვეულწილად წაახალისეს უკრაინა, გასაგებია რატომაც. ყველას კარგად ესმის, რა მდგომარეობაშია მისი უშუალო მეზობელი მოლდოვა, რომელიც ასევე წაახალისეს. ამ ფონზე ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება რეალისტურია, თუმცა მე კარგად მესმის იმ ხალხის, რომელიც შინაგანად ელოდა, რომ ჩვენც მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს. ეს ბუნებრივია - ხვალ რომ მიგვიღონ ევროკავშირში, უკეთესი არაა? ასე რომ, ჩვენ მაქსიმალისტები ვართ და ეს ცუდი სულაც არაა. რა გააკეთა უშუალოდ მთავრობამ? მოგეხსენებათ, 2014 წლიდან ხელმოწერილია ასოცირების შეთანხმება, იქ არის გარკვეული ვალდებულებები, რომელიც ეტაპობრივად უნდა შესრულდეს. ეს შესაძლებლობა მოიტანა 2022-მა წელმა და იმ რეალობამ, როდესაც უკრაინაში შეიჭრა რუსეთი და ევროკავშირს დასჭირდა გარკვეული ზომების მიღება, რათა მხარდაჭერა გამოეხატა უკრაინის მიმართ. ჩვენი მთავრობა მოქმედებდა სქემით, რომელიც გაწერილი იყო ასოცირების შეთანხმებაში, მაგრამ შემდეგ ეს დაჩქარდა. 2024 წელს უნდა გაგვეკეთებინა განაცხადი, მაგრამ უკრაინის მოვლენებმა ეს პროცესი დააჩქარა“, - აცხადებს ლადო პაპავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner