logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: გული მწყდება, რომ ახალგაზრდების გარკვეული რაოდენობა შეცდომაშია შეყვანილი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ჰქვია ევროპა, როგორი უნდა იყოს ევროპული ქვეყანა
- +

25 ივნისი. 2022. 00:42

 

 

“ძალიან გული მწყდება, რომ ახალგაზრდების გარკვეული რაოდენობა შეცდომაშია შეყვანილი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ჰქვია ევროპა, როგორი უნდა იყოს ევროპული ქვეყანა,” - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„გული მწყდება ახალგაზრდებზე - ვის მიყვები?! ადამიანს, რომელმაც შენი წლოვანების ხალხი აწამა?! ამიტომ ერთობლივი მუშაობაა საჭირო და ერთმანეთის ლეგიტიმაციის ცნობა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. რაც მადარდებს ეს არის, რომ ახალგაზრდები ვერ ერკვევიან, იგივე მაკრონის გამოთქმულ გეოპოლიტიკურ თემაზე, ევროპულ არქიტექტურაზე, საქართველოს როლზე. სიტუაციას რომ დახედო ზემოდან რა ხდება, ვფიქრობ საქართველოში ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რათა გადაერჩინა საზოგადოება და ქვეყანა სერიოზული რყევისგან“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner