logo_geo
eng_logo
ლადო პაპავა: ჩემი, თქვენი, ყველას სურვილია, საქართველო იყოს ევროპული ქვეყანა და ამის მიღწევის ერთადერთი ქმედითი გზა სწორედ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაა
- +

25 ივნისი. 2022. 01:15

 

 

“ჩემი, თქვენი, ყველას სურვილია, საქართველო იყოს ევროპული ქვეყანა და ამის მიღწევის ერთადერთი ქმედითი გზაა, სწორედ იმ მოთხოვნების შესრულება, რომელიც ევროპულ კავშირთან დაგვაახლოებს,” - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ აკადემიკოსმა, ლადო პაპავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერების ნაწილი ცდილობს, ბოლო აქციებზე არ გამოჩნდეს, რათა შეკრებებს გარკვეული მუხტი არ დააკლდეს.

 

„ჩემი, თქვენი, ყველას სურვილია, საქართველო იყოს ევროპული ქვეყანა და ამის მიღწევის ერთადერთი ქმედითი გზაა, სწორედ იმ მოთხოვნების შესრულება, რომელიც ევროპულ კავშირთან დაგვაახლოებს და ხვალ ამ კავშირის წევრ სახელმწიფოდ გაგვხდის, ამიტომ აქ ჩვენ განსხვავება არ გვაქვს.

 

კიდევ ერთ მომენტს მივაქციოთ ყურადღება, ის ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ბოლო ორ აქციაზე ცდილობენ, რომ არ გამოჩნდნენ, მათ იციან, რომ პოპულარობა არ აქვთ. იციან, რომ მათ გამოჩენას, შესაძლოა აქციას, გარკვეული მუხტი დააკლოს, ესეც ამ ოპოზიციური ძალია ნაკლზე მეტყველებს“, - განაცხადა პაპავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner