“კონსტრუქციული რეჟიმში გადასვლა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებაზე იყურება, მისაღები არ იქნება, “- ამის შესახებ აკადემიკოსმა, ლადო პაპავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„რაც შეეხება ევროკავშირის რეკომენდაციების პირველ პუნქტს - ჩვენ უნდა ვისწავლოთ პოლიტიკური კულტურა ერთმანეთის მიღების, კონსულტაციები, თუნდაც არდათანხმების, ეს მარტივი არ არის, მაგრამ შეიძლება გარკვეული კონსულტაციების დაწყება. ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ არის ხელისუფლება, რომ მან ოპოზიციას რამე შესთავაზოს, თუმცა, კონსტრუქციული რეჟიმში გადასვლა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებაზე იყურება, მისაღები არ იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაინახავენ, რომ საქართველოს მთავრობამ რაღაც პოზიტიური ნაბიჯი გადადგა. მაგალითად, თუ მათთვის [ოპოზიცია] მნიშვნელოვანია სიების აღდგენა, გარკვეული დათქმით, პირობით შეიძლება ამ საკითხის განხილვა“, - განაცხადა ლადო პაპავამ.
ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როდესაც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს.