logo_geo
eng_logo
ლადო პაპავა: საქართველო არ უნდა გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან - ტექნიკური მთავრობა, ასეთი მოდელი არ არსებობს
- +

25 ივნისი. 2022. 01:22

 

 

“საქართველო არ უნდა გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან - ტექნიკური მთავრობა, ასეთი მოდელი არ არსებობს,” - ამის შესახებ აკადემიკოსმა, ლადო პაპავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„ჩვენ არ უნდა გავიდეთ კონსტიტუციური ჩარჩოდან, ეს არის ყველაზე მთავარი. კონსტიტუციაში რაც გაწერილია, თუ იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, თუნდაც ეს იყოს რიგგარეშე არჩევნები, ამაში მე ტრაგედიას ვერ ვხედავ. ბევრ ევროპულ სახელმწიფოში ეს ასე ხდება.

 

მთავარია დავიცვათ კონსტიტუცია და ვიმოქმედოთ კონსტიტუციის მიხედვით, მაგრამ დღეს ყველაზე მთავარია შევასრულოთ ის პირობები, რაც ჩაწერილია დოკუმენტში. ყველა მოთხოვნის ყველა პუნქტის შესრულება უნდა იყოს მკაცრად შეთანხმებული ბრიუსელთან. კარგი იქნება, თუ მთავრობა სამოქმედო გეგმას გამოაქვეყნებს, იქნება მკაფიოდ გაწერილი ვალდებულებები“, - განაცხადა ლადო პაპავამ.

 

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როდესაც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner