logo_geo
eng_logo
იეთიმ გურჯის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

18 აგვისტო. 2016. 10:35



თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, კრწანისის რაიონში, იეთიმ გურჯისქუჩის ქუჩის #4/9-ში ხანძრის შედეგად დაზიანებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლის ფლიგელის რეაბილიტაცია დასრულდა.

​კრწანისის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, რომ სამუშაოების ფარგლებში, გაამაგრეს შენობის კონსტრუქციული ელემენტები და აივნის დამწვარი ფრაგმენტები აღადგინეს.

მათივე განმარტებით, რეაბილიტაციისას პირვანდელი სახე დაუბრუნეს ჩუქურთმებიან შუშაბანდს. სამუშაოები კრწანისის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა. იგეგმება მთლიანი შენობის ეტაპობრივი რეაბილიტაცია.

იეთიმ გურჯის 4/9-ში ხანძარი 2016 წლის მარტში გაჩნდა, რის შედეგადაც სახლის ერთი ნაწილი დაიწვა.

 



14017639_315131062168325_1788692614_n14017716_315131068834991_464665836_n14018048_315131065501658_1484283846_n14030677_315131072168324_273381140_n    


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner