თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, კრწანისის რაიონში, იეთიმ გურჯისქუჩის ქუჩის #4/9-ში ხანძრის შედეგად დაზიანებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლის ფლიგელის რეაბილიტაცია დასრულდა.
კრწანისის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, რომ სამუშაოების ფარგლებში, გაამაგრეს შენობის კონსტრუქციული ელემენტები და აივნის დამწვარი ფრაგმენტები აღადგინეს.
მათივე განმარტებით, რეაბილიტაციისას პირვანდელი სახე დაუბრუნეს ჩუქურთმებიან შუშაბანდს. სამუშაოები კრწანისის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა. იგეგმება მთლიანი შენობის ეტაპობრივი რეაბილიტაცია.
იეთიმ გურჯის 4/9-ში ხანძარი 2016 წლის მარტში გაჩნდა, რის შედეგადაც სახლის ერთი ნაწილი დაიწვა.