logo_geo
eng_logo
ვაკის რაიონში რამდენიმე მისამართზე ლიფტების რეაბილიტაცია განხორციელდა
- +

25 ივნისი. 2022. 10:39

 

ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. მათი მომართვიანობის საფუძველზე კი, რამდენიმე მისამართზე ლიფტები განახლდა. კერძოდ, მრავალსართულიანი კორპუსების ლიფტები ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N1ა და N1ბ-ს და ნუცუბიძის II მ/რ-ის II კვარტლის N11-ში რეაბილიტირდა.

 

სამუშაოების მიმდინარეობისას, გამოიცვალა როგორც ლიფტების მექანიკური ნაწილები, ისე კაბინები და სხვა დეტალები. ამასთან, განახლებული ლიფტი ნუცუბიძის II მ/რ-ის II კვარტლის N11 კორპუსში შშმ პირებზე ადაპტირებულია.

 

დასრულებულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

ლიფტების სარეაბილიტაციო პროექტების დაფინანსება ეტაპობრივად და საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის მიხედვით, სამუშაოების განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner