logo_geo
eng_logo
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ 2016 წლის საბავშვო „ევროვიზიის“ ეროვნულ კონკურსს აცხადებს
- +

18 აგვისტო. 2016. 10:39


17 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით, „საზოგადოებრივი მაუწყებელი" აცხადებს საბავშვო „ევროვიზიის" ეროვნულ კონკურსს.


კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 10-დან 15 წლამდე ასაკის სოლისტებს, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ სპეციალურად საბავშვო „ევროვიზიისათვის" შექმნილი ახალი სიმღერა, ავტობიოგრაფია და ფოტო.


განცხადებები მიიღება ელექტრონულ მისამართზე junioreurovision@gpb.ge, ან  „საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობაში, მისამართი - კოსტავას ქ. #68.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 2 409 110; ეწვიეთ ვებგვერდს junior.eurovision-georgia.ge.


ეროვნული კონკურსის გამარჯვებული საქართველოს წარადგენს 2016 წლის საბავშვო „ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე, მალტაში.


„საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" „ევროვიზია ჯუნიორი" წარმატების მომტანი აღმოჩნდა. საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული ორჯერ გახდა - 2008 წელს პირველი ადგილი ჯგუფ „ბზიკებს" ერგო, ხოლო 2011 წელს ფინალისტი ჯგუფი „ქენდი" გახდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner