logo_geo
eng_logo
„ვისაც უჭირდეს მოვიდეს, დაპურდეს და ღამე გაათიოს“ – ზუბალაშვილების ქ.#48 სახლის ისტორია
- +

18 აგვისტო. 2016. 10:40


1906 წლის შემდგომ, თუკი ზუბალაშვილების ქუჩაზე #48 სახლს გვერდით ჩაუვლიდით, აუცილებლად დაინახავდით სახლის შესასვლელში ამოტვიფრულ წარწერას - „ვისაც უჭირდეს, მოვიდეს, დაპურდეს და ღამე გაათიოს." ეს მეოცე საუკუნის ღარიბთა თავშესაფარია, ე.წ. უპოვართა სახლი, რომლის ისტორიაც მის გახსნამდე 3 წლით ადრე იწყება.


1903 წლის 8 სექტემბერს გაზეთი ივერია" წერდა: "გუშინ, 7 სექტემბერს, სასამართლოს ქუჩაზე საზეიმოდ იკურთხა ნ. ზუბალაშვილის თავშესაფრის შენობის საძირკველიო."


1905 წლის 25 თებერვალს კი იგივე გაზეთი იუწყებოდა: განსვენებულ ნ. ი. ზუბალაშვილის სახელობაზე აშენებული ღარიბთა თავშესაფარი ამჟამად, კომისიის სიტყვით, უკვე მზადაა. ეს აღდგომის მერე გაიხსნებაო".


საბოლოოდ, უპოვართა, იგივე სამადლო სახლი 1906 წელს გაიხსნა. შენობის მთავარ ფასადს შემომწირველის პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად ამშვენებდა წარწერა: „ДОМ НЕЙМУЩИХ ИМЕНИ Н. Е. ЗУБАЛОВА".


უპოვართა სახლის პირველ სართულზე განთავსებული იყო სამედიცინო პუნქტი, აფთიაქი, აბაზანები, საპარიკმახერო, სამრეცხაო და სამზარეულო, მე-2 და მე-3 სართულებზე კი - საცხოვრებელი და გასართობი ოთახები.


შენობაში იდგა მოჩუქურთმებული, ძვირფასი ავეჯი. სახლის კიბეები, დერეფნები და კაბინეტები ირანული და თურქული ხალიჩებით იყო დაფარული. იქაურ მობინადრეებს, თურმე, უხვი სასმელ-საჭმელი ჰქონდათ და საკვებს დღეში 4-ჯერ გერმანული და იაპონური ჭურჭლიდან მიირთმევდნენ. უპოვართა სახლის მობინადრეებისთვის სამოსი და თეთრეული ჰოლანდიიდან იყო გამოწერილი.


შენობა ბოლოს 2012 წელს გარემონტდა. დღეს იქ მთაწმინდის გამგეობაა განთავსებული.


13907032_1087046351376248_529461111262337918_n13925050_1087046144709602_6361814015977700758_n13925346_1087046428042907_2939933688460070728_n13938380_1087046244709592_6702312463580525314_n14021690_1087046124709604_5468022333917955756_n14045663_1087046194709597_4031895875685753281_n14051564_1087046228042927_1568891812777656359_n14055172_1087046328042917_5876603190065371038_n

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner