„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქართველ მორაგბეებს, გელა აფრასიძეს და მიხეილ ნარიაშვილს საფრანგეთის ჩემპიონობას ულოცავს.
„ჩვენ საამაყო მორაგბეებს, გელა აფრასიძეს და მიხეილ ნარიაშვილს ვულოცავ საფრანგეთის ჩემპიონობას“, - წერს ირაკლი კობახიძე საკუთარ ფეისბუკგვერდზე.
ინფორმაციისთვის, გელა აფრასიძე და მიხეილ ნარიაშვილი „მონპელიეში“ საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ. „მონპელიე“ საფრანგეთის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.