logo_geo
eng_logo
ბიზნესმენი ლევან კაჭარავას მკვლელობის გამო, წყნეთში საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა
- +

25 ივნისი. 2022. 16:55

 

 

ბიზნესმენი ლევან კაჭარავას მკვლელობის გამო, წყნეთში საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

მოკლული ბიზნესმენის ახლობლის, სალომე კობალაძის განცხადებით, მათ მკვლელობის მიზეზებზე კონკრეტული ვერსია არ აქვთ.

 

„ოჯახს ამ წუთებში არანაირი ვერსია არ გააჩნია. გუშინდელი ამბის შემდეგ ისეთი თავზარდაცემულები ვართ, რომ ვერც ვფიქრობთ, ვის შეიძლება ასეთი ორგანიზებული დანაშაული ჩაედინა. მას ასეთი კონკრეტული მტერი არ ყავდა. როგორც ვიცი შეხვედრაზე იყო და მისი მეუღლე ჰყავდა სადღაც წაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლი ერთ-ერთი თანამშრომელი იყო, რომელთან ერთადაც იმ შეხვედრიდან წამოვიდა“, - განაცხადა კაჭარავას ოჯახის ახლობელმა, სალომე კობალაძემ.

 

ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მოკლული ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ავტომობილით მძღოლთან ერთად თბილისი-წყნეთის გზაზე გადაადგილდებოდა. ის მანქანაში ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, ლევან კაჭარავას 20-ზე მეტი ტყვია ესროლეს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner