logo_geo
eng_logo
საბერძნეთი რუსეთის მოქალაქეებს ვიზებს აღარ მისცემს
- +

25 ივნისი. 2022. 17:38

 

 

საბერძნეთის საკონსულოები მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და ნოვოროსიისკში ვიზის მისაღებად რუსეთის მოქალაქეების განაცხადებს აღარ მიიღებენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

 

როგორც საბერძნეთის სავიზო ცენტრში განაცხადეს, განაცხადების მიღება 27 ივნისიდან შეწყდება. ამის მიზეზად „ტექნიკურ საკითხებს“ ასახელებენ.

 

რუსეთის ტურისტული ოპერატორების ასოციაცია იუწყება, რომ საბერძნეთი სავიზო ცენტრის განახლებას ახორციელებს და შესაბამისი გაფრთხილება ჯერ კიდევ 24 ივნისს გამოაქვეყნა.

 

რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა იური პილიპსონმა განაცხადა, რომ საბერძნეთი რუსეთის მოქალაქებისთვის უსაფრთხო ქვეყანა აღარ არის.

 

მისი თქმით, სამინისტროში მუდმივად შედის ინფორმაცია საბერძნეთში რუსების და რუსულად მოსაუბრე პირების მიმართ დისკრიმინაციის და პირდაპირი აგრესიის ფაქტების შესახებ.

 

რამდენიმე დღის წინ რუსეთში მოქალაქეებზე ვიზების გაცემა ჩეხეთმა შეაჩერა, ანალოგიური გადაწყვეტილების ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა მიიღეს. მიზეზი - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner