logo_geo
eng_logo
ნიკო კვარაცხელიას დედა ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის ვერსიაზე: ნიკოს ოჯახი შურისმაძიებელი არასოდეს იქნება
- +

25 ივნისი. 2022. 18:11

 

 

ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობასთან დაკავშირებით მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ოჯახი არასოდეს იქნება შურისმაძიებელი.

 

იზა ომაძის თქმით, კვარაცხელიების ოჯახს მოკლული ბიზნესმენის ოჯახთან ნაცნობობაც კი არ ჰქონია.

 

იზა ომაძე ჟურნალისტებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ უსაფუძვლო ინფორმაციის გავრცელებისაგან თავი შეიკავონ.

 

„ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახს, ჩვენ ნაცნობობაც კი არ გვქონია ამ ოჯახთან, საშინელი ფაქტი მოხდა და წარმოუდგენელია ასე სწრაფად ვის ჰქონდა გამომცხვარი ვერსია? მე არაერთხელ გავაჟღერე ჩემს განცხადებებში რომ ნიკოს მკვლელობის სცენარი რაღაც დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა, გადანაწილებული როლებით, რეჟისორს ალბათ ჯერაც არ დაუსრულებია საკუთარი პიესა და სამწუხაროა, რომ ისევ დააყენა ასეთი მძაფრი სიუჟეტი, ჩვენს ოჯახს აქვს უამრავი შეკითხვა რომელსაც აგერ უკვე ცხრა თვის განმავლობაში არ გაეცა პასუხი და დღესაც ველით სიმართლის დადგენას, შვილის გლოვის საშუალებას არ გვაძლევენ, მაშინ როცა მკვლელების და მათი თანამზრახველების საქმე დღესაც არ არის ბოლომდე მიყვანილი, არ დარქმევია ყველაფერს მისი სახელი, ძალიან გთხოვთ ჟურნალისტებს უსაფუძვლო ინფორმაციის გავრცელებისაგან თავი შეიკავოთ, არანაირი წყარო, რომელიც მედიას მსგავს ინფორმაციას მიაწვდიდა არ არსებობს, რომ არა „სეთურის“ ინსტიტუტი.

 

უფალმა ინებოს რომ ეს მკვლელობის საქმე არ დარჩეს გამოუძიებელი… ნიკოს ოჯახი არასოდეს იქნება შურის მაძიებელი, ეს საზოგადოებამ კარგად იცის, ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს 21-ე საუკუნეში ისევ საბჭოთა მეთოდები მუშაობს. დღეს არც ვიცი რა ჰქვია ამ ინსტიტუტს“, - წერს კვარაცხელიას დედა.

 

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ერთ-ერთი ვერსიით, ლევან კაჭარავას მკვლელობა სავარაუდოდ, ნიკო კვარაცხელიას მამამ დაუკვეთა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner