logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: მოვუწოდებ „სირცხვილიას“, გაითავისონ რეალობა და არაფრისმომცემ თამაშს თავი დაანებონ
- +

25 ივნისი. 2022. 18:11

 

 

„გუშინ ორგანზიაცია სირცხვილიას ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქციაზე ღიად გაჟღერდა პოლიტიკური მოთხოვნები და გამოჩნდა, რომ 20 ივნისს გამართული აქცია წმინდა პოლიტიკური იყო. გუშინ თვითმარქვია საერთო სახალხო მოძრაობის დაბადება ვიხილეთ, რომელსაც ხალხთან საერთო არაფერი აქვს. აღნიშნული მოძრაობა თუ შეიძლება ასე ეწოდოს, „სირცხვილიას“ ბაზაზეა შექმნილი, რომელსაც სათავეში ორი დიდი რუსეთუმე შოთა გაგარინი და გიგა მაქარაშვილი უდგას (გულუას სპიკერი)“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, მოძრაობა „სირცხვილია“ საკუთარი ქმედებით პირდაპირ რუსეთის ინტერესებს ატარებს:

„აქციის წამყვანთა მოთხოვნა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და დროებითი ტექნიკური მთავრობის შექმნაა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი სხვა საქართველოში ცხოვრობენ, რადგან დღევანდელი მოცემულობით, ერთადერთი რაც მოსახლეობას ევალება, მოქმედი მთავრობის მხარდაჭერაა, რომელიც მავანთა მცდელობით, მოღალატეთა და მტერთ წინაშე მარტო არის დარჩენილი. აქციის მონაწილეებს ავიწყდებათ ოპოზიცია, რომლის პირდაპირი მოვალეობა საპარლამენტო ცხოვრებაში აქტიური ჩართვა არის და არა ბოიკოტი, სწორედ ოპოზიციის გაუაზრებელმა ქმედებამ ავნო საქართველოს ინტერესებს. სამწუხაროდ აღნიშნულზე პასუხისმგებლობის აღება არავის სურს!

 

მოვუწოდებ „სირცხვილიას“, გაითავისონ რეალობა და არაფრისმომცემ თამაშს თავი დაანებონ. ისინი საკუთარი ქმედებით პირდაპირ რუსეთის ინტერესებს ატარებენ, აზიანებენ რა საქართველოს ინტერესს და ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას ახდენენ. ევროპარლამენტარების პირდაპირი მოწოდება კი შემდეგია, მოხდეს პოლარიზაციის შემცირება!“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner