logo_geo
eng_logo
ზუგდიდის მასშტაბით სტიქიის ზონებში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
- +

25 ივნისი. 2022. 18:41

 

 

დღეს დილიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია მის მოადგილესთან, მაიზერ ნანავასთან ერთად სტიქიის სხვადასხვა ზონებში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა.

 

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით,  მერიაში შექმნილია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია.

 

შეგახსენებთ, რომ წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში და ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე პრობლემები შექმნა.

 

ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლის ეზოები, სავარგულები, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე.

 

ჩამორეცხილი და დაზიანებულია შიდა საუბნო გზები, ხიდ-ბოგირები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner