ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიამ, იაპონიამ, ახალმა ზელანდიამ და დიდმა ბრიტანეთმა წყნარი ოკეანის პარტნიორობის ორგანიზაცია შექმნეს. ამის შესახებ თეთრის სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„დღეს ჩვენმა ხუთმა ქვეყანამ აამოქმედა ყოვლისმომცველი არაფორმალური მექანიზმი წყნარი ოკეანის პრიორიტეტების უფრო ეფექტური და ქმედითი მხარდაჭერისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციამ სამი საკვანძო ამოცანა დაისახა - მეტი გააკეთოს რეგიონის პრიორიტეტების მხარდასაჭერად წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის 2050 წლის რეგიონალური სტრატეგიის შესაბამისად; დაამყაროს კომუნიკაცია რეგიონის მთავრობებს შორის; გააფართოვოს წყნარი ოკეანის რეგიონსა და მსოფლიოს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები.