logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: დღეს საქართველოს მოსახლეობისა და ჯანსაღი ძალების ამოცანა უნდა იყოს მობილიზაცია იმ 12 პუნქტის შესასრულებლად
- +

25 ივნისი. 2022. 21:28

"სახელს არ არქმევენ, რომ სახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადებიან.ეს დროებითი მთავრობა, უბრალოდ კარგად შეფუთული სცენარია ხელისუფლების ხელში ასაღებად, მაგრამ ეს უბრალოდ არ გამოვა," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახი კახიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ყველაფერ რომ თავის დავანებოთ, დღეს საქართველოს მოსახლეობისა და ჯანსაღი ძალების ამოცანა უნდა იყოს მობილიზაცია იმ 12 პუნქტის შესასრულებლად. სხვათა შორის, შრომატევადი საქმეა და მე არ მესმის 6 თვეში რამდენად შეიძლება ამდენად გლობალური რეფორმების გატარება, მაგრამ უნდა ვეცადოთ. დღეს მე მაგალითად ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი ჟესტი ოპოზიციის მხრიდან იქნებოდა მათ ეთქვათ, რომ ბატონებო, დავსხდეთ სტრატეგიული გეგმა დავწეროთ, როგორ რას ვაკეთებთ და დავიწყოთ მუშაობაო. ხელისუფლება ამაზე მუშაობს 2013 წლიდან. ზუსტად ხელისუფლების დამსახურებაა ვიზალიბერალიზაცია, ხელმოწერები, რეკომენდაციების შესრულება, ინდიკატორების შესრულება. ეს ყველაფერი ხელისუფლებას რომ არ სდომებოდა დღეს საერთოდ საუბარიც არ იქნებოდა ამ პერსპექტივაზე“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner