logo_geo
eng_logo
გია ენუქიძე: არც ევროპა არ არის მზად ჩვენთვის,უნდა ვაპატიოთ,უჭირს ახლა ევროპას და მიზეზს ეძებს...
- +

25 ივნისი. 2022. 23:46

 

 

გია ენუქიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

ველოდი ,თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს-არა

 

ვიმსახურებდით თუ არა ამ სტატუსს-არა...

 

ეკუთვნოდა თუ არა ეს სტატუსი დანარჩენ ორს-არა...

 

გავბრაზდი თუ არა ევროპაზე-არა...

 

არის თუ არა ეს კატასტროფა-არა...

 

ვამბობ თუ არა უარს ევროპულ პერსპექტივაზე-არა...

 

რა მოხდა???უამრავი სუბიექტურ- ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით არც ცნობიერებით,არც სოციუმის მზაობით,არც ეკონომიური რეალობით,და ა.შ და ა.შ.ჩვენ არ ვართ მზად ამ ევროპისთვის...კიდევ დიდხანს ვერ ვიქნებით,ნუ მოვიტყუებთ თავს...ერთმანეთს მივხედოთ და ყველაფერი მოვა...სიმშვიდე,გატანა,თანადგომა და უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება..

 

ამაზე უარეს დღეში ვყოფილვართ,პირადად მაქვს ყველა ძნელბედობა გადატანილი ჩემს ხალხთან ერთად,ამასაც გადავიტანთ...ვეთანხმები ევროპას ,ჩვენ პერსპექტიულები ვართ,გავხდებით წევრები,ბევრად სწრაფად ვიდრე ვინმეს ჰგონია...მიყვარხარ ჩემო ქვეყანა...ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ,ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა და სიყვარული...

 

არავითარი ნიჰილიზმი,ჩვენი თავი ჩვენვე გვაყუდნია...

 

არავინ გაგაბრიყვოთ,თითქოს იმიტომ არ მოგვცეს ,რომ რაღაც დავაკელით...

 

არა...არც ევროპა არ არის მზად ჩვენთვის,უნდა ვაპატიოთ,უჭირს ახლა ევროპას და მიზეზს ეძებს...

 

გვესმის,მთავარია ,რუსმა არ ისარგებლოს ამით,უკვე მერამდენედ...დანარჩენი არაფერი გვიჭირს,უკრაინასაც და მოლდოვასაც ახლა ისე უჭირს,არ ვისურვებ მათ ტყავში ყოფნას...უფალი ჰფარავდეს ერთსაც და მეორესაც,უპირველესად კი ჩემს ქვეყანას...

 

საქართველო უპირველეს ყოვლისა, - წერს გია ენუქიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner