logo_geo
eng_logo
წალენჯიხის მერის თანაშემწე სამსახურეობრივი მანქანით ავარიაში მოყვა
- +

25 ივნისი. 2022. 23:54

„ქრონიკის“ ინფორმაციით, წალენჯიხის მერის თანაშემწე, სამსახურეობრივი ავტომანქანით ავარიაში მოყვა. მერი გიორგი ხარჩილავა მერიის ავტომანქანით, თანაშემწესთან ერთად თბილისში აქციაზე იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანას უკან დაბრუნებისას არაუფლებამოსილი პირი მართავდა, რა დროსაც სხვა მანქანას დაეჯახა.

მერიის ავტომობილი მოცურდა და სხვა სამი ავტომანქანა დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით „ქრონიკა“ ხარჩილავას ტელეფონით დაუკავშირდა, თუმცა მან განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარი არ სურს და კომენტარს არ გააკეთებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner