logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ისე როგორ უნდა გათავხედდე, რომ ლომჯარიას გვარი „წამოგცდეს“ ეროვნული თანხმობის პრემიერად?
- +

26 ივნისი. 2022. 11:37

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ისე როგორ უნდა გათავხედდე და დაკარგო ხალხზე წარმოდგენა, რომ ლომჯარიას გვარი „წამოგცდეს“ ეროვნული თანხმობის პრემიერად ან მომრიგებლად?

 

ამაზე გაპოლიტიზირებული და მხარედ ქცეული ომბუდსმენი არ ახსოვს ჩვენს ისტორიას.

 

ხომ გახსოვთ NDI-ს ბოლო კვლევა, როცა ლომჯარია გიგანტური ცრუ რეიტინგით შემოაპარეს? ეს იყო მიზანი. მეგობრებში ვთქვი, პოლიტიკისთვის ამზადებენ-მეთქი.

 

არ გამოვა ეს სცენარი. ახალი მოიფიქრეთ. მართლაც რომ სამარცხვინო „სირცხვილიას“ მოწყობილი რევოლუცია არ გაიშვა. აღარ ვყოფილვართ ერი.

 

3 ივლისს არეულობას გეგმავენ. გაბედეს, ფეხებზე იკიდებენ ხალხის არჩევანს და ულტიმატუმს აყენებენ.

 

კარგად იციან, რომ მაგათ ხუშტურზე არავინ წავა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“, ამ რადიკალი მათივე ფრთის მეშვეობით, ქვეყანას კიდევ ერთხელ საზიანო სცენარს სთავაზობენ.

 

მათ გარდა ამ სცენარში ჩართულებია ფონდები, გარე ძალები.

 

თითქოს კონსტრუქციული ფსევდო და განულებული ოპოზიცია, ყველაფერს აკეთებს რათა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, დეპოლარიზაცია არ შესრულდეს.

 

სხვათაშორის, ვთავაზობ უმრავლესობას, მიიღონ კანონი დეპოლარიზაციის შესახებ, ანალოგიურად, როგორც უკრაინამ მიიღო დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. ერთიც აბსურდია და მეორეც, თუმცა ამ მავნე და მტრულ სუბიექტებს აიძულებ, ჩაჯდნენ კონსტრუქციული მუშაობის ჩარჩოებში და ჭეშმარიტად შეასრულონ ოპოზიციის ფუნქციები.

 

ყველა კარგად ხედავს რა მზაკვრული მიზნები აქვთ რადიკალებს.

 

მაგარი შირმა აქვთ, ხელისუფლება მაინც არ შეასრულებს მოთხოვნებსო და ამიტომ უნდა გადადგნენო.

 

ჩლუნგებზეა გათვლილი და მარტივად ბათილდება: ევროასოცირება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა გააფორმეს, ასოცირების შეთანხმების მოთხოვნათა ნახევარი შეასრულეს, ყველა რეიტინგში წაიწიეს, აშშ-სთან და ნატო-სთან ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე აიყვანეს და წკიპზე მიყვანილ საქმეს არ შეასრულებენ?

 

თავად შეგიძლიათ, ამ სისულელით დაბოლდეთ. მიკვირს ბევრი ახალგაზრდის, რომელთაც ეს ანა-ბანა არ ესმით. ეჭვი მიღრმავდება, რომ ნაციონალთა გავლენის ქვეშ მყოფი უნივერსიტეტების პერსონალის მუშაობის შედეგია.

 

რაც ახლა ხდება, ისეთივე პროგნოზირებადი იყო, როგორც ის, რომ დღეს ღამე უნდა მოჰყვეს და პირიქით.

 

გაცვეთილი და საქმეში ჩაუხედავი ფრაზა „კოჰაბიტაციის ბრალია“, არ მიიღება.

 

ხალხმა კარგად უნდა გაიაზროს მიმდინარე პროცესები და თუ საჭირო გახდა, ხმა ამოიღოს. მერე ნურავის დავაბრალებთ. ჯერ დავაკვირდეთ პროცესებს და ვიქონიოთ იმედი, რომ ვერავინ გაბედავს, ამოვარდნენ კონსტიტუციის ნორმებიდან.

 

მშვიდობა და არჩევანი, ვისთვისაც არ უნდა გქონდეს ხმა მიცემული, ასევე საქართველოს მომავალი, დასაცავი იქნება.

 

ეროვნულ თანხმობაზე საუბარი შეუძლიათ ეროვნულებს!“ - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner