logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ლევან კბილაშვილი სრულიად ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან და თან გაიყოლა მრავალთა გულისტკივილი
- +

26 ივნისი. 2022. 13:02

 

 

„სიონის ტაძრის მგალობელი, ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი, ბოლო დროს კი საესტრადო ჟანრში მოღვაწე ლევან კბილაშვილი სრულიად ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან და თან გაიყოლა მრავალთა გულისტკივილი“, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.

 

„გამორჩეული ხმისა და სულიერი სამყაროს მქონე ეს პიროვნება ჯერ კიდევ ძიების პროცესში იყო და მრავალი ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი, თუმცა ღვთის წინაშე სურვილიც საქმედ შეერაცხება.

 

აღვავლენთ ლოცვებს ლევანის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მის მშობლებს, და-ძმასა და ახლობლებს მოანიჭოს ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც ლევანი უკვე გახდა“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner