logo_geo
eng_logo
ბაკურ ბაკურაძე: თქვენ გაქვთ პრეტენზია პოლიტიკურ ლიდერობაზე მაშინ, როდესაც მიტინგის ორგანიზატორობის გაცხადების გეშინიათ?
- +

26 ივნისი. 2022. 15:23

 

 

რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე ოპოზიციის აქციების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ყველა „ლიდერმა“ გადასარევად იცის, როდის, სად და რამდენი ადამიანი გამოსულა. რომელ სკვერში, პროსპექტზე თუ შენობასთან რამდენი კაცი ეტევა. სულ კვადრატული მეტრობით აქვთ დათვლილი და იციან რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი.

 

ვისმენ კომენტარებს და უტიფარი ტყუილებით შემოსილები გაიძახიან, 150 000 და 100 000 კაცი გამოვიდაო.

 

ვიცი უკვე, რომ არაფერი გიტყდებათ, მაგრამ ის მაინც შეიგნეთ, რომ ამით საკუთარ თავსაც აჯერებთ ტყუილს და აქედან გამომდინარე არაადეკვატურები ბრძანდებით

(ერთი ადამიანის პროტესტიც კი ყურადსაღებია ხელისუფლებისათვის, ბუნებრივია, თუ ეს პროტესტი ჭკუასთან ახლოსაა).

 

თქვენ გაქვთ პრეტენზია პოლიტიკურ ლიდერობაზე მაშინ, როდესაც მიტინგის ორგანიზატორობის გაცხადების გეშინიათ? ყოფილი პრეზიდენტები, მინისტრები პარლამენტის თავმჯდომარეები და პარლამენტის წევრები, ელჩები, უშიშროების საბჭოს მდივნები, მინისტრის მოადგილეები, რა ვიცი, კიდევ რა თანამდებობის პირები მაქარაშვილს და კაპიტან გიგაურს უკან ხართ შეყუჟულ-ამოფარულები.

 

არ გამოდის ხალხი თქვენთან, არა!

 

ბაკურიანში რომ დაურიგებია აწ უკვე იმქვეყნად წასულს, რომ სამოქალაქო გახადეთ აქციები, მიშა არ ახსენოთ და არასამთავრობოები იყვნენ წინა პლანზეო, რა გგონიათ, გიგაური, ლომჯარია და მისთანანი ნაკლები „ნაცები“ არიან ხალხის თვალში?

 

ეგენი უპრავებდნენ დასავლეთში სააკაშვილს იმ საშინელებებს, რაც ამ ქვეყანაში დაატრიალა.

 

გადასარევად იცის ხალხმა ყველაფერი!

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ სადაა, არჩევნების შედეგებს რომ აყალბებდა და სამარცხვინო საერთაშორისო სკანდალში გაეხვა, როცა „ოცნებამ“ მტკიცებულებები დაულაგა, რა გარეწრობასაც ეწეოდა ამ ქვეყანაში წლების მანძილზე?

 

მიდით, მიაწექით!

 

არ მოხდება, წასულია ის კაცი პოლიტიკიდან, მაგრამ აი, იმ ბიძინა ივანიშვილის 3-წუთიანი, ღიმილიანი ეთერში გამოჩენა რომ წამში დაშლის მაგ თქვენს საიმედო აქციებს და ეს რომ ზუსტად იცით, ეგაა თქვენი პოლიტიკური კარიერის კრახიც და დასმული წერტილიც ბევრი წელია.

 

გმადლობთ ყურადღებისათვის“, - წერს ბაკურ ბაკურაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner