აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შემდეგ მისი ლიდერობისთვის შეაქო და მოუწოდა დასავლეთს, დარჩეს ერთიანი. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
„ჩვენ ერთად უნდა დავრჩეთ“, - განუცხადა ბაიდენმა შოლცს გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის წინ გამართულ შეხვედრაზე.
ბაიდენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმედოვნებდა, რომ „NATO და „დიდი შვიდეული“ როგორმე დაიშლებოდნენ“, მაგრამ ისინი არ დაშლილან და არც აპირებენ.
ბაიდენმა შეაქო შოლცის ხელმძღვანელობა, როგორც დიდი შვიდეულის ამჟამინდელი თავმჯდომარის, ევროპაში რუსეთის ომისა და შემდგომი გლობალური ეკონომიკური შედეგებით გამოწვეული კრიზისის დროს.
„მინდა გითხრათ კომპლიმენტი, იმისთვის რასაც აკეთებთ. თქვენ დიდი გავლენა მოახდინეთ დანარჩენ ევროპაზე, განსაკუთრებით უკრაინასთან დაკავშირებით“, - განუცხადა ბაიდენმა შოლცს.
ბაიდენის თქმით, მათ არ უნდა მისცენ საშუალება რუსეთის აგრესიას, შეინარჩუნოს ის ფორმა, რაც ახლა აქვს.
„ჩვენ ამ აგრესიას იმ ფორმის შენარჩუნების საშუალება არ უნდა მივცეთ, რაც ახლა აქვს“, -განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.