logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: ქუჩას საშიშროების მეტი არაფერი მოაქვს. იქნებ, დანიშნონ არჩევნები...
- +

26 ივნისი. 2022. 16:35

 

 

პროფესორ გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ახლახან გაუბედავად დავწერე, არჩევნების გარდა, სხვა გზას ვერ ვხედავ-მეთქი. ახლა გაბედულად ვწერ იმავეს, იქ  გამოჩნდებოდა ყველაფერი. ხომ გვაქვს პრეტენზია ცივილიზებულობაზე, ჰოდა, იქნებ მოვიქცეთ ცივილიზებურად. ქუჩას საშიშროების მეტი არაფერი მოაქვს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ კაცისმკვლელებისგან წარმოუდგენელ პროვოკაციებს უნდა ველოდოთ, რაც წამში „გაპრავდება“ საერთაშორისო მასშტაბით. ხალხი არ გადაირიოს, თორემ წალეკავს ამათ ყველას, რაც უბედურების მეტს არაფერს მოიტანს. ახლა ნახეთ პროვოკაციების დონე პრაიდის დროს, გული მიგრძნობს, შარშანდელი მოგვენატრება.

 

2024 ძალიან შორს მეჩვენება. მგონია, რომ ვერ გავუძლებთ  ამდენ ზეწოლას. იქნებ, დანიშნონ არჩევნები.  ხალხის ასე გამოხატული ნება ერთადერთია, რომელსაც  ვერავინ გადადის.  2012-შიც ასე არ იყო? იგივე ლობი არ ჰყავდათ თუ რა... ბოლო-ბოლო, გვეცოდინება - ქართველი ხალხის  უმრავლესობა ნაცები თუ არიან, მაშინ ალალი იყოს და ღმერთმა შეარგოთ ცოცხი და მახვილი! არადა, სულ ყველამ ვიცით, რომ ეს ასე არასდროს მოხდება“, - წერს რუსუდან შარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner