გერმანია და აშშ უკრაინის უსაფრთხოების საკითხებში ერთობლივად იმოქმედებენ. ამის შესახებ UKRINFORM-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დიდი შვიდეულის სამიტზე, ლიდერების პირველ და მეორე შეხვედრის შორის შესვენების დროს გააკეთა.
აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე საუბრისას შოლცმა განაცხადა:
„ერთიანი ვართ იმის შეფასებაში, რაც ეხება უკრაინას, იმაზე თუ რა უნდა გაკეთდეს. შემიძლია ძალიან მკაფიოდ განვაცხადო - გერმანია და აშშ ყოველთვის ერთად იმოქმედებენ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. ასე იყო დასაწყისიდან და ასე იქნება შემდეგაც - მჭიდრო თანამშრომლობითა და კოორდინაციით“, - განაცხადა შოლცმა.
დიდი შვიდეულის სამდღიანი სამიტი დღეს, გერმანიაში დაიწყო.