logo_geo
eng_logo
ოლაფ შოლცი: გერმანია და აშშ ყოველთვის ერთად იმოქმედებენ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში
- +

26 ივნისი. 2022. 19:33

 

 

გერმანია და აშშ უკრაინის უსაფრთხოების საკითხებში ერთობლივად იმოქმედებენ. ამის შესახებ UKRINFORM-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დიდი შვიდეულის სამიტზე, ლიდერების პირველ და მეორე შეხვედრის შორის შესვენების დროს გააკეთა.

 

აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე საუბრისას შოლცმა განაცხადა:

 

„ერთიანი ვართ იმის შეფასებაში, რაც ეხება უკრაინას, იმაზე თუ რა უნდა გაკეთდეს. შემიძლია ძალიან მკაფიოდ განვაცხადო - გერმანია და აშშ ყოველთვის ერთად იმოქმედებენ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. ასე იყო დასაწყისიდან და ასე იქნება შემდეგაც - მჭიდრო თანამშრომლობითა და კოორდინაციით“, - განაცხადა შოლცმა.

 

დიდი შვიდეულის სამდღიანი სამიტი დღეს, გერმანიაში დაიწყო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner