“უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შესაძლებლობების ფანჯარა კიდევ გაიხსნება და საქართველო მიიღებს კუთვნილ ადგილს ევროპაში,” - ამის შესახენ „იმედის კვირას“ ლატვიის პრეზიდენტის მრჩეველმა და უსიშროების საბჭოს მდივანმა, იანუს კოზეცინშიმ განუცხადა.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ისინი საქართველოს გვერდით იქნებიან.
„არ ვარ ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების ექსპერტი, მაგრამ თუ ქვეყანასა და მისი მოსახლეობის უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ხელისუფლებაც შესაბამის გონივრულ ნაბიჯებს დგამს ამისთვის, ეს ევროკავშირშიც მხედველობაში უნდა მიიღონ. ვფიქრობ, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შესაძლებლობების ფანჯარა კიდევ გაიხსნება და საქართველო მიიღებს კუთვნილ ადგილს ევროპაში. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდექით და მომავალშიც ასე იქნება“, - განაცხადა კოზეცინშიმ.