logo_geo
eng_logo
ვიქტორია კლიმიჩევა: ნინო გიორგობიანს ვერ პატიობენ ეს უსულო არსებები, არნახულ პროფესიონალიზმს, ერთგულებას, უსაზღვრო სიკეთეს და სიმართლეს
- +

26 ივნისი. 2022. 22:54

 

 

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვიქტორია კლიმიჩევა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

 

“კოვიდით ვწევარ კლინიკაში და ახალ ამბებს ცოტა ჩამოვრჩი. ეხლა ვნახე მორიგი საწყალი მცდელობები ყოფილა ჩემი ნინოს Nino Giorgobiani წინააღმდეგ.  საწყალი მცდელობები, იმიტომ რომ ვერასდროს ვერ მიაღწევენ მიზანს პატარა, ბოროტი, ბინძური ადამიანები. ყველამ ვიცით რას ვერ პატიობენ ეს უსულო არსებები ნინოს: არნახულ პროფესიონალიზმს, ერთგულებას, უსაზღვრო სიკეთეს და მთავარ იარაღს, რომელიც სულ ხელში აქვს – სიმართლეს და ზუსტად მაგ იარაღით გამარცხებთ და სულ დაგამარცხებთ. ნინო, ვიცი ერთი პატარა ნერვიც არ აგიტოკდება ამ ბინძური არსებების სისინზე, მაგრამ მაინც გეტყვი – შენს გვერდით ვარ, შენს გვერდითაა უდიდესი ჯარი შენი მეგობრების, გულშემატკივრების, შენ ხარ ჩვენი ადამიანი – სიკეთე, ადამიანი – პოზიტივი, ადამიანი – სიმართლე და უბედურია ის, ვინც ამას არ ხედავს. მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ! პ.ს. ბევრი ისტორია ვიცით ამ გოგოს ჩადენილი სიკეთეების და ცალკე მოვყვები იმაზე, რეებიც ჩაიდინა ჩემი კოვიდობის ჟამს, თუ საერთაშორისო ვიზიტში მყოფი, თუ პარლამენტში 11 საათიანი სხდომის მიმდინარეობისას, თუ იმ გიჟურ რეჟიმში წამითაც არ მაგრძნობინა თავი მარტოდ და საოცრებები ჩაიდინა. ამდენი წელია გიცნობ და მართლა ზოგჯერ ვერ ვიგებ საიდან გაქვს ამდენი ძალა და ენერგია, თუმცა ზუსტად ვიცი – ეს შენი სიკეთე გაძლიერებს.”-წერს კლიმიჩევა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner