logo_geo
eng_logo
პოლონეთის ელჩი ევროკავშირში: როგორც საქართველოს მეგობარი, კმაყოფილი ვარ, რომ ევროპული მისწრაფებების დადასტურება მიიღეთ, სტატუსისთვის კი პირობები უნდა შეასრულოთ
- +

26 ივნისი. 2022. 23:16

 

 

“პოლონეთი არის საქართველოს უდიდესი ლობისტი. წამყვანი ძალა თქვენი ქვეყნისთვის. გინდა რაც შეიძლება სწრაფად მოგენიჭოთ სტატუსი, მაგრამ ამას მხოლოდ პოლონეთი ვერ წყვეტს, “- ამის შესახებ ევროკავშირში პოლონეთის ელჩმა იან ტომბინსკიმ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. მან რეფორმების გატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

„კანდიდატობაც და წევრობაც მოდერნიზაციას ეხება. რეფორმები აძლიერებს და არ ასუსტებს აპლიკანტს. საქართველომ სამიტზე პერსპექტივაც მიიღო და კანდიდატის სტატუსის გადასაცემად ორგანიზაციის მზადყოფნის პირობაც. როგორც საქართველოს მეგობარი, კმაყოფილი ვარ, რომ ევროპული მისწრაფებების დადასტურება მიიღეთ, სტატუსისთვის კი პირობები უნდა შეასრულოთ. ეს ეტაპი ყველამ გავიარეთ. საქართველომ კომისიიდანაც და საბჭოდანაც დიდი მხარდაჭერა მიიღო. კანდიდატობაზე მწვანე შუქს კომისიის დადებითი დასკვნა სჭირდება“, - განაცხადა ტომბინსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner