logo_geo
eng_logo
გიორგი გამსახურდია: როგორ შეიძლება საერთოდ რამეზე ვილაპარაკოთ, როდესაც ბურჯანაძე, პაატა ბურჭულაძე და ეს ხალხი პროევროპულობას უწუნებს საქართველოს ხელისუფლებას
- +

27 ივნისი. 2022. 00:21

 

 

“ეს იგივეა, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი მონოგამიაზე ლაპარაკობდეს. როგორ შეიძლება აქ საერთოდ რამეზე ვილაპარაკოთ, როდესაც ბურჯანაძე, პაატა ბურჭულაძე და ეს ხალხი პროევროპულობას უწუნებს საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც როგორც არასდროს, ისე დააახლოვა ევროპასთან და ჩვენს მთავარ მიზანთან,” - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით

 

„ამ ხალხის მიზანია მოვიდნენ ხელისუფლებაში. გამოვიდა პრემიერი, გააკეთა განცხადება, აბსოლუტურად ყველაფერზე აიღო პასუხისმგებლობა, ყველაფერზე გახსნა კარი, ყველანაირ დიალოგზე. ოპოზიციურ არხების სტუდიებში სიარულზე გამოთქვა მზაობა, აბსოლუტურად ყველაფერზე, რაც შეამცირებდა პოლარიზაციას, რაც ხელშესახებ შედეგებამდე მიგვიყვანდა, რომ ჩვენს პარტნიორებს ეს ჩვენი მზაობა უკეთ დაენახათ, მაგრამ ეგრევე ჩაკეტეს თემა“, - განაცხადა გამსახურდიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner