logo_geo
eng_logo
დიანა ლიპარტელიანი: თხა და "ბასანოჩკები"....
- +

27 ივნისი. 2022. 00:29

 

 

“ნოდარ მელაძემ, რომლის საავტორო გადაცემაც საგამოძიებო ჟურნალისტიკის და ზოგადად, ჟურნალისტიკის ანტიმაგალითია, ხელისუფლება „მორალური ტერორის უპრეცედენტო მასშტაბებში“ დაადანაშაულა და თავის მხრივ, როგორ არაამქვეყნიურადაც არ უნდა ჟღერდეს, ნინო გიორგობიანი გაგვაცნო, როგორც მორალური ტერორის ბრძანების გამცემი))

 

რა თქვა ნოდარ მელაძემ: „ის (ნინო გიორგობიანი) აკონტროლებს ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ სატელევიზიო არხებს, მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, რომელიც პრემიერ ღარიბაშვილს არ მოსწონს, იერიში სწორედ, ნინო გიორგობიანის მიერ გაცემული განკარგულებებით მიაქვთ. ჩვენს მიერ მოპოვებული ფაქტებით დადგენილია დავალებათა შემსრულებელთა სიაც, ჩვენ მოგვაწოდეს მთელი სქემა, როგორ მუშაობს მედიაცენზურა, მასალა დიდია, დამუშავებას საჭიროებს და ფაქტები გადამოწმებას, ამიტომ ამ თემას აუცილებლად დავუბრუნდებით“.

 

ტრადიციისამებრ, მის ბრალდებას არ მოჰყოლია, არც ერთი დამადასტურებელი მაგალითი, რომლითაც მაყურებელი დარწმუნდებოდა მის ნათქვამში. ყველაზე მეტად ღიმილისმომგვრელად მთელ მის მონოლოგში ჟღერდა: მთელი სქემა მოგვაწოდეს, მაგრამ დამუშავებას საჭიროებს და ფაქტები გადამოწმებასო. მაგრამ მაინც ვერ მოითმინა და ერთი ერთი სახელი და გვარი მაინც გაისროლა - გადაუმოწმებლად, დაუსაბუთებლად. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ როგორც ჩვენში იტყვიან მხატვრულად: Nodar, თქვენი საგამოძიებო ჟურნალისტიკა და მედიასტანდარტები ისეა ერთმანეთთან მიმართებაში, „როგორც თხა და ბასანოჩკები“.))

 

შესაძლოა, ხალხს ისეთი პირები გააცნოთ და დააჯეროთ თქვენს “სიმართლეში“, რომლებსაც საზოგადოება არ იცნობს და ეჭვიც გაუჩინოთ, მაგრამ საბედნიეროდ, ნინო გიორგობიანს ამ ქვეყანაში საკმარისად ბევრი იცნობს, რომ  თქვენი ეს ამხელა ჯაფა, წყალში ჩაყრილად ჩაგეთვალოთ.  შესაბამისად, მთელი მონოლოგი, რაღაცნაირად, ერთი დიდი სიძულვილის თაიგული გამოდგა და სხვა არაფერი.

 

პ.ს კარგი რა, ვის არ უყიდია უთვალავათასიანი უძრავი ქონება, ამის გამო ამდენი სიბინძურის სროლა ვის გაუგია?!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner