“ოპოზიცია ერთია, მაგრამ ის მეხუთე კოლონა, რაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ სექტისა და ბანდის სახით, პოლიტიკიდან უნდა მოიკვეთოს. ეს თუ არ მოხდა, ქვეყანა ვერ ამოისუნთქებს,” - ამის შესახებ დიპლომატმა, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მან ჯანსაღი ოპოზიციის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„სამწუხაროდ, რადიკალურმა ოპოზიციამ ისე ამოავსო ოპოზიციური ველი, რომ ჯანსაღ ოპოზიციონერებს, ცალკეულ პირებს, პოლიტიკასთან მისასვლელი გზაც არ აქვთ. ეს პრობლემაც უნდა გადაწყვიტოს ხელისუფლებამ შემდგომი არჩევნების გზით, მაგრამ დღეს დეპოლარიზაციის გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“, - განაცხადა ბარამიძემ.