logo_geo
eng_logo
გიგლა ბარამიძე: საინტერესო გამოსვლა ჰქონდა პრემიერს, რომელმაც დიპლომატიური კუთხით სწორი მიმართულებები აიღო
- +

27 ივნისი. 2022. 01:06

 

 

„ნაცმოძრაობა“ ყველანაირად ეცადა, რომ საქართველო ჩავარდნილიყო სისხლისმღვრელ ხორცსაკეპ მანქანაში, რასაც ახლა ომი ჰქვია. არ გამოუვიდათ და ახლა ეს საკითხი მოატრიალეს სხვანაირად,” - ამის შესახებ დიპლომატმა, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„საინტერესო გამოსვლა ჰქონდა პრემიერს, რომელმაც დიპლომატიური კუთხით სწორი მიმართულებები აიღო, სახელმწიფოებრივი ხედვით სწორი მიმართულება აიღო და რაც მთავარია, მან იქ ამხილა ის ტრიადა, რომელზეც მე რამდენიმე წელია ვსაუბრობ. ეს არის „ნაცსექტა“ „ნაცმოძრაობა“, რომელიც არანაირი მოძრაობა არ არის, ეს არის ჩვეულებრივი სექტა. „ნაცბანდიტები“ და „ნაცპარაზიტები“, რომლებიც საქართველოს სხეულზე არიან ტკიპასავით მიმჯდარი, სისხლს წოვს და ნებისმიერი სასიკეთო საქმის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს. მეორე საკითხია, მათი რამდენიმე ათეული ევროპული სტრუქტურის წარმომადგენელი ლობისტი, რომლებიც ევროპარლამენტარებს არიან ამოფარებული და მათი მეორე ოფისი უკრაინაში, მთელ ხელისუფლებას არ ვგულისხმობ, მაგრამ რაღაც ნაწილი. ეს ტრიადა, რომელიც ყველანაირად ცდილობდა სააკაშვილის კონტრაბანდასთან ერთად შემოპარებით დაწყებული, საქართველო ჩავარდნილიყო სისხლისმღვრელ ხორცსაკეპ მანქანაში, რასაც ახლა ომი ჰქვია. არ გამოუვიდათ და ახლა ეს საკითხი მოატრიალეს სხვანაირად“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner