logo_geo
eng_logo
ბაკურ სვანიძე: სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ნინოს და ირაკლი ღარიბაშვილს!
- +

27 ივნისი. 2022. 01:14

 

 

კიდევ ერთხელ დავაპირე დ ა ძ ი ნ ე ბ ა და ამჯერად უკვე ნ ო დ ა რ მ ე ლ ა ძ ე მ არ დამაძინა...

ვახ, ბიჯო, რა ვქნა, ტ რ ა გ ი კ ო მ ე დ ი ე ბ ი ს ღამე მაქვს რა! ჯერ ხომ ეგერ გიგა მ ა ქ ა რ ა შ ვ ი ლ ს ვეხვწეე - გახდი მინისტრი შენი ლამაზი თვალების ჭირიმე, ნუ დაგვღუპავ თქო და ახლა აგერ, თურმე ნოდარა მელაძეს უნდა ვუთხრა მ ა დ ლ ო ბ ა, რომ იმ სისხლიანი 9 წლის შესახებ საერთოდ გაგვაჩნია ინფორმაცია და რამე ვიცით სრულიად საქართველომ!

 

შემთხვევით გადავაწყდი მონაკვეთს გუშინდელი "შაბათის მელაძე" თუ რაღაც მასეთი რომ არის იქიდან... რაღაც უნიჭოდ გ ა წ ე ლ ი ლ ი სიდებილე, მარა ეგ ჯანდაბას - ტიპი გვაყვედრის, მე ვ ა მ ხ ი ლ ე მაშინ ს ა ა კ ა შ ვ ი ლ ი ს რეჟიმი, ხოლო ჩემმა ძმამ ბ ი ძ ი ნ ა მოიყვანა ხელისუფლებაშიო! კაი, ძმას შევეშვათ, არ ვიცი, ვინაა მაგის ძმა და რას აკეთებდა, მარა ეს მიშა-ვანოს მარჯვენა მ ე დ ი ა ბიჭუნა იძახის - "ი მ ე დ ზ ე რომ  შევარდა იარაღიანი ს პ ე ც რ ა ზ მ ი, მე მივაწოდე მთელ საქართველოს ინფორმაცია, რადგან იმედი დახურული იყო და ვერ მაუწყებლობდა, მე კი უფროსობისთვის არც შემითანხმებია, ისე დავდექი პირდაპირ ეთერში და ეს კადრები გავუშვი დ ა უ მ ო ნ ტ ა ჟ ე ბ ლ ა დ ო" - გესმით კაცო?

 

თავისივე ნათქვამში აიხლართა ც რ უ პ ე ნ ტ ე ლ ა ნოდარიკო შეჩემისსიმართლისმთქმელო, თუ პირდაპირი ეთერი იყო, რანაირად დაამონტაჟები?  ამ ქოსატყუილამ ან "პირდაპირი ეთერი" რას ნიშნავს არ იცის, ან უბრალოდ დ ე ბ ი ლ ი ა და ჩაისვარა...  გასაკვირი არც ერთი არაა ისე... რეალურად, "იმედის" დარბევის კადრები პირდაპირ ეთერში არათუ ტელეკომპანია "მ ზ ე ს", სადაც მაშინ ნოდარ-ცრუპენტელა მუშაობდა და რომელსაც პირადად ვანო მ ე რ ა ბ ი შ ვ ი ლ ი ს კადრი ალეკო ფ ა რ უ ლ ა ვ ა აკონტროლებდა, არამედ არც ერთ ტელევიზიას არ ჰქონია!

 

ეს კადრები მოგვიანებით "გაიპარა" რამდენიმე  უ ც ხ ო უ რ  არხზე და დ ა მ ა ლ ვ ა ს აზრი რომ აღარ ჰქონდა, იმიტომაც გაუშვეს მერე "მზემ" "რუსთავი2"-მა და სხვა ნოდარასნაირმა რეჟიმის მ ო ნ ა და შნირმა "ჟ უ რ ნ ა ლ ი ს ტ ე ბ მ ა".

 

ჰო, კიდევ დიდი "შ ტ ი რ ლ ი ც ი ვ ი თ" წარმოგვიდგინა ნოდარ მელაძემ - ვინმე ნინო გ ი ო რ გ ო ბ ი ა ნ ი ს დავალებით, ჩემს ოჯახზე მ ო რ ა ლ უ რ ი ტერორი მიმდინარეობსო!  ნინო გიორგობიანი როგორც იცით, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელია...

 

მე რომ ნინო გიორგობიანის "დ ა ვ ა ლ ე ბ ე ბ ი ს  შემსრულებლად" არ გამოვდგები, როგორც ამას შავნოდარა აბრალებს ზოგიერთ მედიას, ეს ყველამ იცის... მაგრამ აქ, უკვე, რაღაც სხვა მოველნასთან გვაქვს საქმე! ნოდარ უ მ ო რ ა ლ ო მ პირდაპირ დაარტყა ნინო გიორგობიანს და ფაქტობრივად დ ა ე მ უ ქ რ ა - "რაღაცეები ვიღაცეებმა გვითხრეს და ფაქტები გვაქვს გადასამოწმებელი, ამიტომ ამ თემას აღარ განვავრცობთ ახლა და სხვა დროს ისევ დავუბრუნდებითო" - ანუ აშანტაჟებს ნინო გიორგობიანს, თუ ჩვენს გავლენაში არ გ ა დ მ ო ხ ვ ა ლ, შენზე რაღაცეებს ვიტყვითო!  ანუ, ჩვენს სტილში, ც ი ლ ს დაგწამებთ, რამეს შ ე გ ი თ ი თ ხ ნ ი თ, მიწასთან გაგასწორებთო! ნოდარამ, რომელიც თავს "მორალური ტერორის" მ ს ხ ვ ე რ პ ლ ა დ წარმოგვიჩენს, ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა დაატეროროს ადამიანი მორალურად!

 

"ჩემი შ ვ ი ლ ე ბ ი ო", რომ გაიძახის, ნინო გიორგობიანს არ ჰყავს შვილები, ასე დაუსაბუთებლად რო უყენებს ბინძურ ბრალდებებს? ეს არ არის "მორალური ტერორი"?

ღარიბაშვილს რაც უქნეს ამ ნაგვებმა, ის არ იყო ოჯახის მორალური ტერორი? "ფაქტები უნდა გადაამოწმოს" ბიჭმა!

მ ი შ ა შ ე ნ ი ს ა მ, ნოდარ, ჯერაც არ გაგიშვია ეთერში გადაუმოწმებელი ფაქტები და ცისლიმწამებლური სიუჟეტები, აი!

 

ამიტომაც უდის შენს ამ მუქარას შანტაჟის სუნი!

 

საერთოდ "ტვ პირველი" რომ "მორალურ ტერორზე" წუწუნებს, ეს იმას ჰგავს, ადოლფ ჰ ი ტ ლ ე რ მ ა რომ ფ ა შ ი ზ მ ი გააპროტესტოს! მაგრამ ამ ვირიშვილი მაიმუნებისგან უარესებიც გვინახავს და უკვე ვიცი, სულ მალე რა დღეში აღმოჩნდება ნინო გიორგობიანი!

 

 

ამიტომ, აქვე ხმამაღლა ვაცხადებ - სრულ მ ხ ა რ დ ა ჭ ე რ ა ს ვუცხადებ მასაც და ირაკლი ღარიბაშვილსაც და გაძლებას ვუსურვებ მოსალოდნელი კი არადა, უკვე აშკარად მათ წინააღმდეგ დაწყებული უბინძურესი კამპანიისა...

 

აი, 7 ნოემბრისა და 26 მაისის, საერთოდ იმ 9 წლის "გმირზე", სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ "მებრძოლ" ქართული მედიის ვარსკვლავ გ ა ნ ი მ ე დ - ნოდარაზე ხვალ   ვ ი დ ე ო უნდა ჩავწერო და მერე ერთად ჩავუჯდეთ და მოვიფიქროთ - ვიცინოთ, ვიტიროთ თუ ისა რაქვია...

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner