logo_geo
eng_logo
პირველად ასი წლის შემდეგ რუსეთმა დეფოლტი გამოაცხადა
- +

27 ივნისი. 2022. 10:41

 

პირველად 1918 წლიდან რუსეთმა სუვერენული ვალის დეფოლტი გამოაცხადა. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

 

ამ ინფორმაციის მიხედვით, დეფოლტი დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია. მათ დასავლელ კრედიტორებს რუსეთის ეკონომიკის დაფინანსების გზები გადაუკეტეს.

 

27 მაისს პროცენტების გადახდის ვადა ამოიწურა, ხოლო საშეღავათო პერიოდი კიდე ერთ თვეს გრძელდება. მას შემდეგ, რაც რუსეთმა 27 ივნისამდე 100 მლნ აშშ დოლარი არ გადაიხადა, ოფიციალური დეფოლტი გამოცხადდა.

 

ქვეყნის ევროობლიგაციებით ვაჭრობა მარტის შემდეგ ძალზე რთულია, რუსეთის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები დაყადაღებულია, ხოლო ქვეყნის უმსხვილესი ბანკები მსოფლიოს ფინანსურ სისტემას ჩამოშორდნენ.

 

უცხოელი კრედიტორების მიმართ დეფოლტი ბოლოს რუსეთმა 1918 წელს გამოაცხადა, როდესაც ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ახალმა მთავრობამ მეფის რუსეთის ვალის გადახდაზე უარი განაცხადა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner