28 ივნისს, 14:00 საათზე, ახმეტელის თეატრში ეროვნული სასახლის თეატრალური სტუდია წარმოადგენს პრემიერას ირმა მალაციძის პიესით „სატკბილეთის ქვეყანა“.
სპექტაკლში მონაწილეობენ ეროვნული სასახლის თეატრალური მიმართულების სტუდიის აღსაზრდელები 5-დან 12 წლის ჩათვლით.
რეჟისორი - ნათია გუდაძე, მეტყველების პედაგოგი - ნანა ნაჭყებია.
პრემიერაზე მაყურებელს საშუალება მიეცემა, ერთი საათით იმოგზაუროს ჯადოსნურ სატკბილეთის ქვეყანაში, სადაც უამრავ ახალ ნაცნობსა თუ მეგობარს შეიძენს.