ქალაქ კასპის სკოლამდელი აღზრდის ხუთ დაწესებულებაში გასართობი ატრაქციონების მონტაჟი დასრულდა.
დასრულებული სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ დაათვალიერეს.
საბავშვო ბაღებში გასართობი სივრცეები 4 სახეობის გასართობი საშუალებებით აღიჭურვა და დასასვენებელი სკამებიც განთავსდა.
როგორც ვახტანგ მაისურაძემ განაცხადა, პროცესი გაგრძელდება იქ, სადაც ასეთი კონსტრუქციები არ არსებობს ან მოძველებულია და განახლების საჭიროებაა.