logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იგრძნონ პროგრესი, ეს ეკონომიკური ზრდა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ არა ერთი თვე ან წელი, არამედ რამდენიმე წელი
- +

27 ივნისი. 2022. 13:15

 

 

 

„ამ გაჭირვებული ქვეყნის ტრანსფორმაციას სჭირდება დრო და ამიტომ გვჭირდება სტაბილურად ამ ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

 

„იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქემ იგრძნოს ეს კონკრეტული ეკონომიკური შედეგები და პროგრესი, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს არა ერთი თვე, ერთი წელი, არამედ რამდენიმე წელი, რომ ეს გადაითარგმნოს კეთილდღეობაში ჩვენი ოჯახების და მთავარი ამოცანაც ეს არის. ეს გაზომილი შედეგებია, რიცხვებია, რომლის მიმართაც კითხვები არ ისმის, რადგან საქსტატის აღიარებული მეთოდოლოგიითაა დადასტურებული. თუმცა, ის რომ ჩვენ რეალურად შევიგრძნოთ ამ გაჭირვებული ქვეყნის ტრანსფორმაციას სჭირდება დრო და ამიტომ გვჭირდება სტაბილურად ამ ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner