გამოცემა „EurActiv" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მ თურქეთში მდებარე „ინჯირლიკის" ავიაბაზიდან ბირთვული იარაღის რუმინეთში გადატანის პროცესი დაიწყო.
მათივე ცნობით, ვაშინგტონმა აღნიშნული გადაყვეტილება ანკარასთან გაუარესებული ურთიერთობის გამო მიიღო. საუბარია ბირთვული იარაღის 20 ერთეულზე, რომელიც ამ დრომდე „ინჯირლიკზე" იყო განლაგებული.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ვაშინგტონს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ იმდენად დაეძაბა სახელმწიფოსთან ურთიერთობა, რომ ბირთვული იარაღის უსაფრთხოების საკითხში ანკარას აღარ ენდობა.
„EuroActive"-ის ინფორმაციით, ბირთვული იარაღის გადატანა რუმინეთში მდებარე „დევესელუს" ავიაბაზაზე ხორციელდება, თუმცა, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.